saqarTvelos CanCqerebi - maxunceTis CanCqeri

მდებარეობა ქედის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°34`14` ჩ. გ. 41°51`35` ა. გ.
სიმაღლე 50 მ
ვარდნილები 3
მდინარე ჭარისწყალი

 

ჩანჩქერი საქართველოში, ქედის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ ზედა მახუნცეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 335 მეტრზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს. პატარა შენაკადზე გამოედინება 50 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი, რომელიც საკმაოდ მოზრდილ მორევს აჩენს. პორფირიტული ტუფებისა და ტუფბრექჩიების წყებით აგებული, ქედის იმ ნაწილში გამომდინარე ჩანჩქერი ძალზე შთამბეჭდავია და ბევრ მნახველს იზიდავს. აქვეა განლაგებული რესტორნის ტიპის კვების ობიექტები და ასევე საპიკნიკე ადგილები.